AIPS-ის პრეზიდენტმა კალაძის კარიერა შეაფასა

Gianni-Merlo

Fanebi.Com-ი სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის – AIPS-ის პრეზიდენტ ჯანი მერლოს დაუკავშირდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს უძველესი სპორტული გაზეთის, La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტია. ჯანი მერლოს კახა კალაძის აწ უკვე დასრულებული კარიერის შეფასება ვთხოვეთ. მართალია, AIPS-ის პრეზიდენტმა გუშინ გამართული ღონისძიების საყურებლად ვერ მოიცალა, თუმცა 21-ე საუკუნის ყველზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის შეფასება არ დაიზარა.

“მატჩისთვის თვალ-ყური არ მიმიდევნებია, თუმცა კახა კალაძე თქვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიული ფიგურაა. ის “მილანის”დაცვის ბურჯი იყო. ამავდროულად, შესანიშნავი პიროვნება და თავაზიანი ადამიანი გახლავთ”, – განაცხადა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ჯანი მერლო საქართველოში ნამყოფიცაა. ის 2006 წლის შემოდგომაზე თბილისში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.

გიორგი დოგრაშვილი

Advertisements

დატოვე შენი აზრი...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s